შარლ მიშელი კიევში ჩავიდა

ისტორია არ დაივიწყებს სამხედრო დანაშაულებს, რომლებიც აქ ჩაიდინეს – წერს „ტვიტერში“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. შარლ მიშელი უკრაინაში იმყოფება. მან კიევის ოლქის ქალაქები ბუჩა და ბოროდიანკა მოინახულა. ინფორმაცია თავად შარლ მიშელმა „ტვიტერით“ გაავრცელა. სადაც მანამდე, კიევში ჩასვლის შესახებ დაწერა – „დღეს კიევში. თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის გულში“, – განაცხადა შარლ მიშელმა.