შანხაიში ტაიფუნის გამო 134 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

შანხაის ტაიფუნი ჯონდარი დაატყდა თავს. სტიქიის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. ქარის სიჩქარე წამში 23 მეტრს აღწევს. სინოპტიკოსები ძლიერ წვიმასაც პროგნოზირებენ. გამოცხადებულია სიფრთხილის „ნარინჯისფერი“ დონე.

უსაფრთხოების მიზნით, მეგაპოლისიდან 134 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხელისუფლება მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

 

დატოვე კომენტარი