შალვა პაპუაშვილის წერილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს

შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ასამბლეის რეზოლუციაში სააკაშვილის შესახებ ჩანაწერთან დაკავშირებით მიმართავს.

„ვთვლით, რომ აღნიშნულ დამატებაში მიხეილ სააკაშვილის მოხსენიება ცვლის რეზოლუციის არსსა და სულისკვეთებას და ძირს უთხრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფასეულობებსა და ორგანიზაციის სანდოობას ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში, – წერს პაპუაშვილი.

ბატონი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ას განაჩენზე მეტი გამოიტანა. მეტიც, სასამართლო ალექსანდრე გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააკაშვილმა ხელი შეუშალა ეფექტიან გამოძიებას და სათანადო სასჯელის დაკისრებას.

ამასთან, წერილში მითითებულია, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი განაცხადა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის მიერ სააკაშვილის მოპყრობის საქმის განხილვაში მიღებაზე, განსაკუთრებული გარემოებების არარსებობის გამო. გვჯერა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებში არ არსებობს პოლიტიკური მოტივაციის არანაირი მტკიცებულება, გარდა პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი სპეკულაციებისა. შესაბამისად, რეზოლუციის მეოთხე დამატებაში გამოყენებული ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს სამართლის სისტემის დაუსაბუთებელ კრიტიკას. იმედს ვიტოვებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მომავალში იხელმძღვანელებენ მხოლოდ ორგანიზაციის საუკეთესო ინტერესებითა და ფუნდამენტური ღირებულებებით, – წერს შალვა პაპუაშვილი.