შალვა პაპუაშვილის განცხადება - გამოხმაურება

პარლამენტის თავმჯდომარე მორიგ განცხადებას ავრცელებს და კიდევ  ერთხელ იხსენებს იმ მოვლენებს, რაც ხდებოდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. „კარგია, რომ უკრაინაში დასასრულისკენ მიმავალი ომის ფონზე, კიდევ ერთხელ წამოიწია საკითხმა, თუ რას მოითხოვდნენ ჩვენგან ომის დაწყების პირველივე დღეებიდან. საზოგადოებას კიდევ ერთხელ ეძლევა შესაძლებლობა, გაიაზროს, რა მოხდებოდა, უკრაინის ომის დაწყებისას, სახელისუფლებო კაბინეტებში არა ეროვნული ხელისუფლება, არამედ უცხოეთის მაამებლები რომ მსხდარიყვნენ, როგორც გადაწყვეტილების მიმღებნი. ასე რომ მომხდარიყო, ჩვენი დღევანდელი საფიქრალი ინვესტიციების სწორი დაბანდება და განათლების რეფორმა კი არა, დაღუპულების დატირება და ჩვენი ქვეყნის ნანგრევებიდან ამოყვანა იქნებოდა. ის, რასაც 2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს აშშ-ის მაშინდელი ელჩი ჩემთან შეხვედრისას კატეგორიული ტონით მოითხოვდა, ბევრჯერ მაქვს აღწერილი,“ – წერს შალვა პაპუაშვილი. ფაქტი ერთია, ზუსტად მათ, ვინც ჩვენი ომის შემდეგ, რუსეთთან სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას გვკარნახობდნენ, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე რუსეთთან მაქსიმალური ესკალაცია მოგვთხოვეს. ამგვარი ესკალაციის ბოლო წერტილი რომ ომია, ეს ჩვენივე ახლო წარსულმა ბევრჯერ დაგვანახა,“ – წერს შალვა პაპუაშვილი.