შალვა პაპუაშვილის განცხადება

12:08, 11.07.2026

„ჩვენ ვხედავთ ტერორისტული აზროვნების მქონე ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც სიტყვით ვითომ საბჭოთა წარსულს ებრძვიან, საქმით კი ბოლშევიკური ტერორის მთავარი მორალური ფორმულის – „მიზანი ამართლებს საშუალებას“ – ერთგულ მიმდევრებად ჩამოყალიბდნენ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ალეკო ელისაშვილისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს, რომელსაც ოპოზიცია პოლიტიკურ და არა სამართლებრივ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

პირველი კანონმდებლის თქმით, საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ ვინც დღეს ტერორისტული აქტის მცდელობას „სამართლიანი მიზნებით“ ამართლებს, ხვალ, იმავე ფორმულით, ადამიანის შემდგარ მკვლელობასაც გაამართლებს.

შეგახსენებთ, რომ ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით, 29 ნოემბრის ეპიზოდზე ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

მსგავსი