შალვა პაპუაშვილი პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა

15:17, 28.09.2026

შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში პარალიმპიური მოძრაობის განვითარებას, მათ შორის განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა ფარგლებშიც პარალიმპიური მოძრაობის სტატუსი ოლიმპიური მოძრაობის სტატუსს გაუთანაბრდა.

ენდრიუ პარსონსმა პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერისთვის და საქართველოს ნაკრებს პარა ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა.

მსგავსი