„სფერო ჰოლდინგის” დაზარალებულთა აქცია
„სფერო ჰოლდინგის“ დაზარალებულები სახელმწიფოს ჩართულობას მოითხოვენ მათთვის ზიანის ანაზღაურების საქმეში. მათ დღეს აქცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ გამართეს და პრემიერ-მინისტრს დახმარების თხოვნით მიმართეს. ამასთან, კანცელარიაში ოფიციალური განცხადებაც დაარეგისტრირეს. შეკრებილების ერთ-ერთი მოთხოვნაა ასევე „სფერო ინვესტის“ დირექტორის, გიორგი მურუსიძის საქართველოში დაუყოვნებლივ ექსტრადიცია, რომელიც იტალიაშია დაკავებული. შეგახსენებთ, „სფერო ჰოლდინგის” საქმეზე 570 პირია დაზარალებული.