„სფერო ჰოლდინგის“ დაზარალებულების საქმე
თბილისის საქალაქო სასამართლოში „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ორი მოწმე დაიკითხება – დაზარალებული და საქმის გამომძიებელი. დაზარალებულები მათთვის ზიანის ანაზღაურების საქმეში სახელმწიფოს ჩართულობას ითხოვენ. 50-მდე დაზარალებული აცხადებს, რომ „სფერო ჰოლდინგს“ მათი მიტაცებული ქონება გადამალული აქვს და მობილიზებული თანხა ზარალის ნახევარსაც კი ვერ აკმაყოფილებს.
საქმეზე ბრალდებულები არიან გივი წულეისკირი და სოფო პეტრიაშვილი. იტალიაში დაკავებულია ამავე კომპანიის დირექტორი გიორგი მურუსიძე და საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. ჯამში დაზარალებულია 570 მოქალაქე.