სერტიფიკატების გადაცემა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პოლიციელთა საბაზისო მომზადების მე-2 და მე-3 ჯგუფის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. საზეიმო ცერემონია შსს აკადემიის რექტორმა გახსნა და კურსდამთავრებულებს პროფესიული საქმიანობის დაწყება მიულოცა. ღონისძიების ფარგლებში, კურსდამთავრებულებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.