სერგეი ლავროვის ინტერვიუ

„საზღვარგარეთიდან კიევში იარაღის ნებისმიერი გადაზიდვა, რუსეთის ფედერაციისთვის ლეგიტიმური სამიზნეა, რადგან ეს იარაღი გადაეცემა რეჟიმს, რომელიც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ომს აწარმოებს,“ – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისივე თქმით, მოსკოვმა იცის მარშრუტები, რომლებითაც უკრაინულ მხარეს იარაღი მიეწოდება. ომის 9 მაისამდე დასრულების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, სააგენტო „ალ არაბიას“ კითხვაზე, ლავროვმა უპასუხა, რომ „სპეციალური ოპერაცია“ დასრულდება მაშინვე, როგორც კი მისი მიზნები შესრულდება.

ლავროვმა აქვე დაამატა, რომ რუსეთს სანქციებით ვერ აიძულებენ, „დახმარება და პატიება ითხოვოს“. გარდა ამისა, რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, კიევის არათანმიმდევრული პოზიციის გამო შეჩერდა.