სერგეი ლავროვის განცხადება

უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირიც თანდათან ერწყმის ნატო-ს, ექცევა ნატო-ს ქვეშ და ეს, თავის მხრივ, უფრო და უფრო ხმამაღლა მეტყველებს მის გლობალურ ამბიციებზე, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთში არსებობს მოსაზრება, რომ გლობალური ეკონომიკის მართვა უნდა გადავიდეს „დიდი შვიდეულის“ ხელში. ლავროვის განცხადებით, არავინ არ არის დაზღვეული ექსპროპრიაციისგან, სახელმწიფო მეკობრეობისგან, ამიტომ არამარტო რუსეთი, არამედ მრავალი სხვა ქვეყანა ამცირებს დამოკიდებულებას ამერიკულ დოლარზე, დასავლურ ტექნოლოგიებსა და ბაზრებზე. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს აშშ-ის თავდასხმის ქვეშ იმყოფება ყველა, ვინც მზად არის გაატაროს დამოუკიდებელი პოლიტიკა.