მოსკოვი ხელოვნურად არ დაარეგულირებს უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაციის 9 მაისამდე დასრულების ვადებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ლავროვის თქმით, რუსეთი ითხოვს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, „ნეონაცისტური ფორმირებების წევრებს უბრძანოს, გაათავისუფლონ მშვიდობიანი მოქალაქეები და შეწყვიტონ წინააღმდეგობა“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეერთებული შტატები და კანადა ავარჯიშებდნენ ნეონაცისტებს, რომლებიც შემდეგ უკრაინის არმიას შეუერთდნენ. ლავროვის თქმით, გაფრთხილებები ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოების შეჩერებისა და უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების აუცილებლობის შესახებ, არ გაითვალისწინეს. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დონბასში უკრაინამ 100 000 ჯარისკაცს მოუყარა თავი, რამაც აიძულა რუსეთი, ეღიარებინა ისინი დამოუკიდებელ სუბიექტებად და დახმარებოდა სამხედრო გზით.