სერგეი ლავროვის განცხადება
რუსეთი მზადაა, აწარმოოს მოლაპარაკებები უკრაინის საკითხზე, მაგრამ საბრძოლო მოქმედებებს მხოლოდ მაშინ შეწყვეტს, როცა შედეგი რუსულ მხარეს დააკმაყოფილებს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თურქ კოლეგასთან, ჰაკან ფიდანთან მოლაპარაკებების შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისივე თქმით, რუსეთი აპირებს, გააგრძელოს კონტაქტები აშშ-სთან. ამასთან, ლავროვის თქმით, ევროპული ქვეყნების პოზიციის გაგება რთულია, რადგან ის საკმაოდ არასტაბილურია.