სერგეი ლავროვის განცხადება

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი საკითხთა უფრო ფართო სპექტრზე, უკრაინასთან მოლაპარაკებების აღდგენის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მისივე თქმით, აღნიშნული მხოლოდ მოსკოვზე არ არის დამოკიდებული. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კიევში ამბობენ, რომ არავითარი მოლაპარაკებები არ იქნება იქამდე, სანამ უკრაინა რუსეთს არ დაამარცხებს. ლავროვმა თქვა ისიც, რომ რაც უფრო დიდხანს მოთხოვს დასავლეთი უკრაინას ბრძოლას, მით უფრო დიდხანს შენარჩუნდება უკრაინელი ხალხისთვის არახელსაყრელი ვითარება.