სერგეი ლავროვის განცხადება

„დასავლეთი კიევს რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვის საშუალებას არ აძლევს“ – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამის შესახებ სერბული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. სერგეი ლავროვის თქმით, დასავლეთი უკრაინელებს მოსკოვის შესაკავებლად და რუსეთის დასამარცხებლად იყენებს. მისივე თქმით, ორი თვის წინ უკრაინამ მოლაპარაკებისას წამოაყენა წინადადებები, რომელიც მოსკოვმა მიიღო, თუმცა მეორე დღეს დასავლეთმა უკრაინას პროცესის გაგრძელება აუკრძალა.