სერგეი ლავროვის გამოსვლა გაერო-ში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ს გენერალური ასამბლეა დასავლური ქვეყნების კიდევ ერთხელ გაკრიტიკებისთვის გამოიყენა. გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლის დროს სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ, რომ  ქვეყნების ნაწილი საკუთარ თავს მორგებულ სამხედრო კავშირებში ჩაითრიონ. სხვა სახელმწიფოებს კი პარტნიორობისა და მოკავშირეების თავისუფალი არჩევის გამო ემუქრებიან.

ამასთან ერთად, სერგეი ლავროვმა უკრაინაში არსებული ვითარებაც განიხილა. მან კონფლიქტის დარეგულირებისთვის მინსკის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა დაასახელა. ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის, უკაინაში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია გაერო-მ დაიცვას. საერთაშორისო ორგანიზაციის 73-ე სესიაზე საუბრის დროს, რუსეთის პირველმა დიპლომატმა დასავლეთი ორმაგ სტანდარტებშიც დაადანაშაულა.