სეოკ-ში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
რუმინეთში გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობაზე იმსჯელეს დღეს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში. ღონისძიება 14-21 თებერვალს გაიმართება. დღესვე ისაუბრეს 2026 წლის მე-4 ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობის დამტკიცებაზე. შეჯიბრებები 31 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით სენეგალში გაიმართება. შეხვედრაზე სეოკ-ის გენერალურ მდივანს, ემზარ ზენაიშვილს სპორტის რაინდის ჯილდო გადაეცა ქართულ სპორტში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.