სენსაციური შედეგით დასრულდა კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშება

სენსაციური შედეგით დასრულდა კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშება. საპატიო პრიზის მფლობელი გახდა „ტიტები“, რომელიც სუპერლიგის დებიუტანტია. ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილი გუნდი ფინალში „მგზავრებს“ შეხვდა – თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული შეხვედრა დაძაბულად დაიწყო. თუმცა, „ტიტებმა“ მესამე მეოთხედში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა, საბოლოოდ, 96:85 გაიმარჯვა და საქართველოს თასს პირველად დაეუფლა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ილია ლონდარიძე დაასახელეს, რომელმაც 26 ქულა დააგროვა. მატჩის საპრიზო ფონდი 60 000 ლარი იყო, საიდანაც 40 000 გამარჯვებულმა „ტიტებმა“ მიიღო, ხოლო „მგზავრებმა“ – 20 000 ლარი.

დატოვე კომენტარი