სემინარი „დინამო თბილისის“ აკადემიაში

„დინამო თბილისის“ აკადემია რეგიონებში მუშაობას განაგრძობს. რეგიონული სკოლების მწვრთნელები სამწვრთნელო მეთოდოლოგიის გასაცნობად და გამოცდილების მისაღებად თბილისში იმყოფებოდნენ – აკადემიაში მათთვის სამდღიანი სემინარი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ „დინამოს“ რეგიონული საფეხბურთო სკოლები საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან უკვე 35-ში მოქმედებს.