„საზოგადოებრივი ასამბლეის“ წევრებმა პირველ არხთან საგანგებო განცხადება გააკეთეს. ნინო ქათამაძემ, ასამბლეის წევრებთან ერთად, მედიის უფლებათა დამცველ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს მიმართა, შეაფასონ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული კანონდარღვევები.
შეკრებილებმა მესამე სექტორს მოუწოდეს, გამოიყენონ ყველა ლეგიტიმური საშუალება, რომელიც მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებასა და ჟურნალისტების დაკავებებს გამოიძიებს.