საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს სამართალდამცველებმა.

საქართველოს ორი და უზბეკეთის ორი მოქალაქე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით აიყვანეს.

გამოძიების ინფორმაციით, ისინი საზღვრის გადაკვეთას თურქეთის მიმართულებით ცდილობდნენ. მიმდინარეობს გამოძიება.