საზაფხულო ბანაკის დახურვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული გოგონათა საზაფხულო ბანაკი დასრულდა. უეფა-ს პროექტი წელს მეორედ გაიმართა – მისი მიზანი ქართულ ფეხბურთში მეტი გოგონას მოზიდვა და ქალთა ეროვნული ჩემპიონატისა და გოგონათა ფეხბურთის განვითარებაა.

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, საზაფხულო ბანაკს UNFPA Georgia-ს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე ეწვია. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გოგონებს გენდერის თემაზე ორდღიანი ტრენინგი ჩაუტარეს.

ღონისძიების დახურვაზე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა საზაფხულო ბანაკის მონაწილეებთან ერთად ივარჯიშეს და ფეხბურთი ითამაშეს.

დატოვე კომენტარი