საყოველთაო გაფიცვა სომხეთში

სომხეთში დღეს საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. მთელი რესპუბლიკის მასშტაბით პარალიზებულია ავტომობილების მოძრაობა,  ერევნის ყველა გზა გადაკეტილია, სკოლებში სწავლა შეწყდა და მოსწავლეებთან ერთად ქუჩაში მასწავლებლები გამოვიდნენ.

საყოველთაო გაფიცვისკენ მხარდამჭერებს გუშინ ნიკოლ ფაშინიანმა მოუწოდა. განცხადება გაავრცელა ევროკავშირმაც, რომელიც სომხეთში მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.

ერევნიდან დეტალებით ლიკა ალელიშვილი ისაუბრებს.