საყოველთაო გაფიცვა სომხეთში - ნიკოლ ფაშინიანის მომხრეები ქუჩაში არიან გამოსულები

სომხეთში საყოველთაო გაფიცვა გრძელდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, პარალიზებულია ავტომობილების მოძრაობა. დაკეტილია აეროპორტი. გაიფიცნენ სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები, ასევე სტუდენტები.

ნიკოლ ფაშინიანის მომხრეები ქუჩაში არიან გამოსულები. ცოტა ხნის წინ სპეციალური მიმართვა გაავრცელა ოპოზიციის ლიდერმა. ნიკოლ ფაშინიანი მოგვიანებით საკუთარ მხარდამჭერებს უკვე რესპუბლიკის მოედნიდან მიმართავს.

დეტალებით ლიკა ალელიშვილი ერევნიდან.