საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ახალი პრეზიდენტი

12:25, 16.02.2026

საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. დიმიტრი აბდუშელიშვილი ფედერაციას მომდევნო ოთხი წელი უხელმძღვანელებს. საარჩევნო ყრილობაზე 40-დან 33-მა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. მეორე კანდიდატმა, ზურა რურუამ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. დიმიტრი აბდუშელიშვილი ვეტერანი წყალბურთელია, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ შექმნა წყალბურთის ახალი გუნდი „აპოლო“, რომელიც პირველივე წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა.

მსგავსი