სავალუტო ფონდის კონფერენცია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. შეხვედრას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი და კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკის მმართველები ესწრებოდნენ.

ივანე მაჭავარიანმა საქართველოსა და ზოგადად რეგიონში დღეს არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებსა და მისი დაძლევის გზებზე ისაუბრა. მისი თქმით, პოსტპანდემიურ პერიოდში სასიცოცხლოდ აუცილებელია, ქვეყნებმა განახორციელონ ამბიციური და თამამი სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმები, უზრუნველყონ მაკროეკონომიკური სტაბილურობა და კერძო სექტორის როლის გაზრდით ხელი შეუწყონ კერძო ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას.