სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების სერვისი ამოქმედდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების სერვისი ამოქმედდა. მოქალაქეებს აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის, ასევე, ვებგვერდის საშუალებით. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მომსახურების პროცესების უწყვეტი განვითარება და მოქალაქეებისთვის თანამედროვე, სწრაფი და კომფორტული სერვისების უზრუნველყოფა.