სატელეფონო საუბარი ერდოღანსა და პუტინს შორის

რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ელაპარაკა. პუტინმა თურქეთის პრეზიდენტს უკრაინის მიმართ რუსეთის მოთხოვნები გააცნო. მოთხოვნები ორ კატეგორიად იყოფა: პირველი გულისხმობს უკრაინის მიერ ნეიტრალური სტატუსის გამოცხადებას, რაც ასევე ითვალისწინებს, რომ უკრაინამ აღარ შეავსოს განაცხადი ნატო-ს წევრობაზე. მოთხოვნებს შორისაა განიარაღების პროცესი, რომ უკრაინა საფრთხეს არ წარმოადგენს რუსეთისთვის. უცვლელი რჩება მოთხოვნა უკრაინაში რუსული ენის დაცვისა და დენაციფიკაციის შესახებ.

მოთხოვნების მეორე ნაწილი ზელენსკისთან პირისპირ მოლაპარაკებას გულისხმობს, ვიდრე რაიმე სახის შეთანხმება შედგება. გავრცელებული ინფორმაციით, საკითხები დონბასის სტატუსს და ყირიმს შეეხება. სატელეფონო საუბარი თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის გუშინ გაიმართა. სააგენტო „ბიბისი“ წერს, რომ ეს საუბარი ერდოღანის პრესმდივანმა მოისმინა, რომელმაც ინფორმაცია „ბიბისის“ გაუზიარა.