სასტიკი დანაშაული ბუჩაში

ბუჩაში მომხდარი სისასტიკე დაუსჯელი არ დარჩებარუსეთი პასუხს აგებს უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების განზრახ მასობრივი ხოცვა-ჟლეტისთვის – მსოფლიო აღშფოთება და დასავლეთის მხრიდან რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების მორიგი მოწოდება. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ამ დროისთვის კიევის ოლქის ქალაქებში ნაპოვნია 400-ზე მეტი მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. უკრაინის გენერალურ პროკურატურაში გამოძიება უკვე დაწყებულია. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ბუჩას მოვლენებს უკრაინელების გენოციდად აფასებს.

რუსი სამხედროების სისასტიკის ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ, რუსული ქვანახშირისა და ნავთობის ექსპორტზე სანქციების დაწესების მოწოდებით გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. მისი თქმით, ბუჩაში „ომის დანაშაულებების მკაფიო ნიშნებია“.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვა. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ლიდერები უკვე მუშაობენ ახალ შეზღუდვებზე და გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გამოცხადდება.