სასკოლო ზონებში ავტომობილების სიჩქარე შეიზღუდება

21:25, 04.09.2026

სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე მძღოლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. სპეციალური მონიშვნების მქონე არეალებში 30კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება. დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ფინანსური სანქციები. შეზღუდვები საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის ნაწილია. რეგულაციების გამკაცრების მიზეზად ავარიების სტატისტიკაში არასრულწლოვნების დაშავებისა და დაღუპვის მაღალი მაჩვენებელი სახელდება. საგანგაშო სტატისტიკის ფონზე, არასრულწლოვნების დასაცავად სხვა ზომების მიღებაც იგეგმება.

მსგავსი