სასამართლოს გადაწყვეტილება ძალადობის საქმეზე

15:03, 25.07.2026

კომიკოს ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხის წინ გამოცხადდა. ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა.

თავდასხმა 22 ივლისს ოქრიაშვილის საცხოვრებელ სახლთან მოხდა დაზარალებული ამბობს, რომ მას სამი პირი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა, რის შედეგადაც დაზიანებები მიიღო. თავდასხმის მიზეზად ნიკო ხურცილავა ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფას ასახელებს.

მსგავსი