სასამართლოს გადაწყვეტილება

მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლომ სახელმწიფოს სასარგებლოდ ბიუჯეტში ჯამში 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დაავალა. საუბარია დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, გაფლანგული 9 მილიონი ლარის ამოღებასთან დაკავშირებით, მოსამართლემ ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 631 540 ლარი. ორივე მსჯავრდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს აღნიშნულ საქმეზე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 000-ლარიანი ჯარიმა. სასამართლოში მათ წინააღმდეგ, გაფლანგული ფულის, რომლის ოდენობაც 9 მილიონ ლარამდეა, ამოღების მიზნით, სახელმწიფომ სამოქალაქო დავა დაიწყო.