სასამართლოს გადაწყვეტილება

 რუსთაველის გამზირზე სათვალთვალო კამერების დაზიანების ბრალდებით დაკავებულ გურამ ხუტაშვილსა და დანიელ მუმლაძეს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. განაჩენი მოსამართლე ლილი მსხილაძემ გამოაცხადა. ხუტაშვილსა და მუმლაძეს ბრალად ედებოდათ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც 12 000 ლარზე მეტი ზარალი გამოიწვია. წარდგენილი ბრალი 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.