სასამართლოს გადაწყვეტილება

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვა პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა. სხდომა თითქმის ცხრა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. იყო ხმაური და დაპირისპირებაც. პროტესტის ნიშნად დამსწრეებმა, უფლებადამცველებმა და თავად ბრალდებულებმა სასამართლო დარბაზი დატოვეს, რის შემდეგაც საქმეში საზოგადოებრივი უფლებადამცველების დანიშვნის აუცილებლობა დადგა.

როგორ მიმდინარეობდა მთელი დღის განმავლობაში პროცესი და როგორ შეხვდნენ მოსამართლის გადაწყვეტილებას ბრალდებულების ადვოკატები და ახლობლები. საქალაქო სასამართლოში მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა ხატია ჯამალაშვილი და დეტალებს სწორედ ის მოგვიყვება.