სასამართლო სხდომა 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე

ამ წუთებში იწყება სასამართლო სხდომა, რომელზეც 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული სამი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ, მათ შორის მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებს, დატოვებს თუ არა ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობაში. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლით აქვს წარდგენილი.

სასამართლო იმ ოთხი პირის საქმესაც განიხილავს, რომელთა შორის არის მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი და ასევე სახეობათა კონსერვაციის ცენტრის თანამშრომელი ბეჟან ლორთქიფანიძე.

გიორგი კობერიძე გვიერთდება სასამართლოდან პირდაპირ ეთერში.