სასამართლო სისტემის რეფორმა

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ფარგლებში, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა. ცვლილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურის დახვეწას უკავშირდება. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ორშაბათის ბიუროს სხდომაზე დაინიცირდება.

რას ითვალისწინებს კანონპროექტი და როგორია მხარეთა პოზიციები, მანანა დევაძე გვეტყვის.