სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში

12:13, 02.05.2025

 საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის საქმის არსებით განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე მსჯელობს. სხდომაზე ბრალდების მხარეს მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა დაეწყო, თუმცა ერთ-ერთი ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მოსამართლემ მომდევნო პროცესამდე გადადო მტკიცებულებების გამოკვლევა.

შეგახსენებთ, საქმეზე ბრალდებულ რვა პირს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

მსგავსი