სასამართლო პროცესი სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების მიმდინარეობისას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისა და განადგურების მუხლით ბრალდებული არჩილ მუსელიანცის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ხუთი მოწმე დაიკითხა. პროკურორის განცხადებით, მოწმეები იყვნენ ექსპერტები, რომლებმაც სხვადასხვა მტკიცებულებაზე ექსპერტიზები ჩაატარეს.

დაცვის მხარის განცხადებით, მოწმეების ჩვენებით არ დგინდება ბრალდება. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

შეგახსენებთ, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში კი მას აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებასა და განადგურებას გულისხმობს.