სასამართლო პროცესი

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და მათთან ერთად დაკავებული კიდევ ხუთი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებობაზე მსჯელობენ. მხარეებმა საკუთარი პოზიციები უკვე დააფიქსირეს. პროცესს ესწრებიან პოლიტიკოსები, დაკავებულების ოჯახის წევრები და საელჩოების წარმომადგენლები.

ხატია ჯამალაშვილი დეტალებით.