თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული მათე დევიძე კვლავ პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიება დღევანდელ სხდომაზე გადაისინჯა. ასევე დღევანდელ პროცესზე გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები. კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენება ორმა მოწმემ – ექიმმა და ექსპერტმა მისცეს.
შეგახსენებთ, რომ გამოძიების ინფორმაციით, 19 ნოემბერს, დილის საათებში თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა სამ პოლიციელს ხის ჯოხით სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ნოემბერს დააკავეს. თავად მათე დევიძე ბრალს არ აღიარებს.