თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული გიორგი მინდაძის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე დაიკითხება.
შეგახსენებთ, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებიან, რომ 29 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე პოლიციელს პიროტექნიკა ესროლა, რის შედეგადაც მან ფეხზე დაზიანება მიიღო.