სასამართლო პროცესი

მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრის, ნიკა ნარსიას სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნული შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. სხდომა ონლაინრეჟიმში მიმდინარეობდა. ნარსიას გამოძიება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლებით მიმდინარეობს. ნარსია გუშინ ქვიტირის სასაფლაოსთან დააკავეს. მას დის საფლავთან მისვლა უნდოდა, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა. აღნიშნულს კი სამართალდამცველებთან  შელაპარაკება მოჰყვა.