სასამართლო პროცესი

პარტია „ლელოს“ ხუთი წევრის ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება ცნობილია. სამ წევრს – თამარ დათუნაშვილს,  გიორგი ტალახაძესა და ლუკა თევზაძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 173-ე მუხლით შეუწყდათ. მათ მიერ წარდგენილი მუხლი გადაკვალიფიცირდა  174.2 მუხლით, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის ხელის შეშლას სამსახურეობრივი გამოყენებით გულისხმობს და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე მათ სასამართლომ შენიშვნა გამოუცხადა.

საბა ბუაძესა და ირაკლი კუპრაძის მიმართ სასამართლომ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლის მუხლი შეწყვიტა. პარტია „ლელოს“ წევრებს შსს ედავებოდა პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. ისინი 19 თებერვალს პარლამენტთან გამართული აქციის დროს დააკავეს.