სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების: გიორგი ჩახუნაშვილის, ია დარახველიძისა და კიდევ ხუთი პირის სასამართლო პროცესი დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთი ბრალდებული ზაქრო ალბუთაშვილი ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს. აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, ბრალდებულის ადვოკატების ნაწილმა უარი განაცხადა მისი ინტერესების დაცვის გაგრძელებაზე. სხდომაზე დაცვის მხარის ნაწილმა დასკვნითი სიტყვაც წარმოთქვა. პროცესი ერთი კვირით გადაიდო და სავარაუდოდ 19 ივნისს სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს.