სასამართლო პროცესი

15:27, 08.08.2025

ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ექვსი დემონსტრანტის პროცესზე დაცვის მხარის წერილობით და ვიდეომტკიცებულებებს იკვლევენ. ადვოკატების თქმით, მათი მოწმეების უმეტესობა პროკურატურამ უდავო გახადა და დასაკითხ პირთა სიიდან ამოიღეს, შესაბამისად, ისინი  აღარ დაიკითხებიან. ბრალდებამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. დაცვის მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, მხარეები დასკვნით სიტყვას, ბრალდებულები კი საბოლოო სიტყვას იტყვიან და განაჩენი გამოცხადდება.

მსგავსი