სასამართლო პროცესი
ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ექვსი დემონსტრანტის პროცესზე დღეს დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა დაიწყება. დღეს დაიკითხებიან ზვიად ცეცხლაძის მეგობრები, რომლებიც დაკავების და ჩხრეკის დროს ზვიად ცეცხლაძესთან იმყოფებოდნენ. როგორც ადვოკატმა განაცხადა, ისინი პოლიციელების მხრიდან დაკავებისა და ჩხრეკის უკანონობაზე ისაუბრებენ.