მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეებზე გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება. საუბარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობაზე. მათ მოსამართლის მიერ შეფარდებული 50-50 000-ლარიანი გირაო გადახდილი აქვთ. ოპოზიციური პარტიის ლიდერები საქმეს პოლიტიკურ დევნად მიიჩნევენ, პარლამენტის არალეგიტიმურობის არგუმენტით კი კომისიას არაკანონიერს უწოდებენ.
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ბიზნესიდან პოლიტიკაში წასული ხაზარაძე და ჯაფარიძე წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული ერთ-ერთი ბიზნესმენის საქმეზე ჩვენებების მისაცემად დაიბარეს, თუმცა არცერთი მათგანი პარლამენტში არ მივიდა. ასე მოიქცა კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი, მათ შორის რამდენიმემ არც გირაო გადაიხადა, რის გამოც ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკა მელია და ნიკა გვარამია უკვე დააკავეს.