სასამართლო პროცესი

ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ამ წუთებში. ჩვენება მისცა პარლამენტის თანამშრომელმა. მისი ინფორმაციით, პარლამენტის შენობის მიმართულებით ნასროლმა პიროტექნიკამ და სხვადასხვა ნივთებმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა საკანონმდებლო ორგანოს. ასევე სასამართლოს ჩვენება მისცა საქმის გამომძიებელმა, რომელმაც ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, აღნიშნულ პირებს 2024 წლის დეკემბერში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. ისინი ბრალს არ აღიარებენ.