სასამართლო პროცესი
თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების მიმდინარეობისას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისა და განადგურების მუხლით ბრალდებული არჩილ მუსელიანცის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე დაიკითხა.
პროკურორის განცხადებით, მოწმეები იქნებიან ექსპერტები, რომლებმაც ბრალდებულის ხმაზე და ანაბეჭდებზე ჩაატარეს ექსპერტიზები. ადვოკატის განცხადებით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. შეგახსენებთ, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს, ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში კი მას აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებასა და განადგურებას გულისხმობს.