თანხის მითვისებაში ბრალდებული ბიზნესმენების – გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის პროცესზე დღეს ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვა. აღინიშნა, რომ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულებმა დაზარალებული კომპანია მოატყუეს, იახტა არ დაუმზადეს და თანხა მიითვისეს. პროკურატურა გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.
შემდეგ სხდომაზე, 7 მაისს დასკვნით სიტყვას უკვე დაცვის მხარე იტყვის. ამის შემდეგ იქნება უკვე ბრალდებულების საბოლოო სიტყვები. პროცესს დაზარალებული კომპანიის წარმომადგენელიც ესწრებოდა.